Saturday, February 25, 2017

გორის მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა: 1865 წელი — 5,1 ათასი, 1897 წელი — 10,5 ათასი, 1914 წელი — 25,7 ათასი, 1977 წელი — 54,1 ათასი, 1988 წელი — 61,2 ათასი. ამჟამად მოსახლე
წელი18651897191419771989200220052014
მოსახლეობა5 10010 50025 70054 10068 92449 52246 68048 143
ობა 48,1 ათასს შეადგენს (2014 წ.)
.მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება გლობალური პროცესია. 2050 წლისათვის ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ბავშვებზე ორჯერ მეტი იქნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხოვნობა განვითარებად ქვეყნებში გაორმაგდება, ეს ტენდენცია სერიოზული შედეგების მომტანი იქნება ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის. საქართველო დემოგრაფიულად დაბერებულ სახელმწიფოთა შორისაა. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რაც განპირობებული იყო შობადობის მკვეთრი კლებითა და არნახული მასშტაბის ემიგრაციული პროცესებით. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის. ვინაიდან დაბერების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანას არ დაუგროვენია საკმარისი რესურსები, როგორც ეს მოხდა საბაზრო ეკონომიკის მქონედასავლეთის ქვეყნებში.
საქართველოში 2012 წლის მონაცემების მიხედვით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი (ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში), გაეროს მოსახლეობის დაბერების სტანდარტს (7%) 2-ჯერ აღემატებოდა.ს მქონე დასავლეთის ქვეყნებში.


Add caption

No comments:

Post a Comment